რეკლამა

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა-რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა-რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ცოფი, მწვავე ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება და ყოველთვის ლეტალურად სრულდება.  ცოფით ავადდება ყველა თბილისისხლიანი ძუძუმწოვარი, შინაური და გარეული ცხოველი.  

ადამიანი ცოფის ვირუსით ინფიცირდება დაავადებული ცხოველის ნერწყვით, დაკბენის და დაკაწვრის შედეგად.

ცოფით დაავადებული ადამიანის მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს და დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება დროულად დაწყებული და სრულფასოვნად ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებებია:

• ცხოველისგან დაკბენის ან ნერწყვის მოხვედრის შემდეგ  დაუყოვნებლივ დაიმუშავეთ ჭრილობა, დაიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით.
• დაუყონებლივი მიმართეთ ექიმს ცოფის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ჩასატარებლად. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად,  ადამიანებში ცოფთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ღონისძიება ვაქცინაციის მეშვეობით ძაღლებში ცოფის ლიკვიდაცია და მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდებაა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები