სამტრედიის იპოდრომზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა თანამედროვე თავლის მოწყობა, ხოლო ტრიბუნების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
“აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდების დასაქმებას,”-აცხადებენ მერიაში.