TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში, საჯარო მოხელეებს შორის "რა? სად? როდის?" გაიმართება

იმერეთში, საჯარო მოხელეებს შორის "რა? სად? როდის?" გაიმართება

იმერეთში, საჯარო მოხელეებს შორის "რა? სად? როდის?" გაიმართება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო და მასში მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.

ინტელექტუალური თამაშის მონაწილეებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარმატებები უსურვა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ვახტანგ ცაგარელი და მუნიციპალიტეტების მერები.

"რა? სად? როდის?” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3 ეტაპად გაიმართება და 8 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu