TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქვედა ღვარდია-პატარა ონის 16 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, ექსკავაციისა და გაფართოების სამუშაოები, რის შემდეგაც ეტაპობრივად დაიწყება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.

 პროექტის ფარგლებში 16 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. პარალელურად, მდინარე შარაულაზე აშენდება ახალი ხიდი სარეგულაციო კედლებით, ხოლო მდინარე რიონზე არსებულ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე, მოეწყობა საყრდენი კედლები, რკინაბეტონის ნაპირსამაგრი და ქვის ცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბლოკები.

 სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები განახლებული, უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

 პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 20.5 მლნ. ლარამდეა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu