რეკლამა

საია-ს ქუთაისის ფილიალს კვლავ დარინა სალდაძე უხელმძღვანელებს

საია-ს ქუთაისის ფილიალს კვლავ დარინა სალდაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობამ  დარეჯან სალდაძე მეორე ვადით აირჩია. დარეჯან სალდაძე საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოსტს 2023 წლის თებერვლიდან იკავებს.

 მანამდე, საიას ქუთაისის ფილიალში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, მათ შორის იყო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი. ასევე, ის დასაქმებული იყო ა(ა)აიპ ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ უფლებადამცველის პოზიციაზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პროექტის ,,სოციალური უფლებების მდგომარეობის სამართლებრივი გაანალიზება“ ფარგლებში. 

 დარეჯანი 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე. ის არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით და ასევე, სპეციალიზირებულია ბავშვთა უფლებებსა და არასრუწლოვანთა მართმსაჯულებაში. მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.

 დარეჯანს მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. ასევე, არის სხვადასხვა ნაშრომის ავტორი, რომელიც საჯარო სამართლის აქტუალურ საკითხებს შეეხება.

 დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის და მაგისტრის აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები