მოქალაქეები, რომელთაც "საპატიო ჭიათურელის" წოდება მიიღეს
„ჭიათურობა 20023“ -ის კულმინაციას ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დასახელება წარმოადგენდა. მიმდინარე წელს საპატიო ტიტული მიენიჭათ:
ნანა იოსელიანს- ლეგენდარულს მოჭადრაკეს,საქართველოში ქალთა ჭადრაკის ეპოქის ერთ-ერთი შემქმნელს.
მერაბ გოცაძეს-მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს.
ლევან სამყურაშვილს- მომღერალს, საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ-„რუსთავის“ ყოფილ სოლისტს, ბატონ ლევანს დღესაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ფოლკლორის განვითარებაში და ქართულ ხალხურ სიმღერებსა თუ საგალობლებს ჩვენი ფოლკლორით დაინტერესებულ უცხოელებს ასწავლის.
ლუდა ნადირაძეს -ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წარმატებულ დირექტორს და პედაგოგს,რომელმაც ნიჭიერ მუსიკოსთა თაობები აღზარდა და დღესაც ზრდის.
იური ბიწაძეს - აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, ქართული თეატრის ამაგდარს და ღირსების ორდენის კავალერს
თეიმურაზ ლორთქიფანიძეს - საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს. ჭიათურაში კრივის ფუძემდებელს.
ალექსანდრა ( საშა ) პაპიძეს- არაერთი თაობის აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს.
გოჩა ნადირაძეს-ქალაქის კოლორიტს.
ზაურ ცერცვაძეს - მშენებელ-ინჟინერს, თვითნასწავლ მხატვარს, მწერალს. მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“წოდება.
"საპატიო ჭიათურელები" ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ დააჯილდოვეს.





