TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში ტყეში დაკარგული ორი ადამიანი დრონებით იპოვეს

ხარაგაულში ტყეში დაკარგული ორი ადამიანი დრონებით იპოვეს

ხარაგაულში ტყეში დაკარგული ორი ადამიანი დრონებით იპოვეს

ხარაგაულში, სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.  ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა. სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა-ინფორმაციას ამის შესახებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი 3 მეტრზე მეტია.

უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.

ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu