TOPNEWS » 7 შვილის დედა, რომელსაც ახალი პროფესია და შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდა

7 შვილის დედა, რომელსაც ახალი პროფესია და შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდა

---
7 შვილის დედა, რომელსაც ახალი პროფესია და შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდა

ნათია ბიბილეიშვილი შვიდი შვილის დედაა.  ახალგაზრდა ქალმა შვილებისთვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, რამდენიმე მიმართულებით სცადა საქმიანობის წამოწყება. ხელსაქმე ემარჯვება, განსაკუთრებით  თექაზე მუშაობა უყვარს, თუმცა, იმდენად ძვირადღირებული მასალები ესაჭიროება მუშაობის პროცესში, რომ შემდეგ პროდუქციის რეალიზაცია რთულია.

სწორედ ამ ძიების პროცესში გაიგო სოციალური მუშაკისგან  ქუთაისის მერიის  ერთ-ერთი სოციალური ქვეპროგრამის "ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების "  შესახებ.

ქუთაისის მერიის და ა(ა)იპ "იმერეთის განვითარების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით, მოხერხდა ნათიასთვის  წვეულებებისთვის აუცილებელი საბაზისო ინვენტარის და დეკორაციების შეძენა.

სადღესასწაულო დიზაინის და განწყობის შექმნას ნათია თავის შვილებთან ერთად მშვენივრად ახერხებს. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული მათთვის სახალისო საქმიანობაში. 

"იმერეთის განვითარების ცენტრი“ ნათია ბიბილეიშვილს სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდის შექმნასა და გააქტიურებაშიც დაეხმარა. შესაბამისად, შეკვეთების მიღება მრავალშვილიანი ოჯახის ღონისძიებათა საორგანიზაციო კომპანიას უკვე ამ გზითაც შეუძლია. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu