TOP-NEWS.GE / მოქალაქეები, რომელთაც "საპატიო ჭიათურელის" წოდება მიიღეს

მოქალაქეები, რომელთაც "საპატიო ჭიათურელის" წოდება მიიღეს

„ჭიათურობა 20023“ -ის კულმინაციას ჭიათურის საპატიო მოქალაქეების დასახელება წარმოადგენდა. მიმდინარე წელს საპატიო ტიტული მიენიჭათ:

ნანა იოსელიანს-  ლეგენდარულს  მოჭადრაკეს,საქართველოში ქალთა ჭადრაკის ეპოქის ერთ-ერთი შემქმნელს. 

მერაბ გოცაძეს-მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს.

ლევან სამყურაშვილს- მომღერალს, საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლ-„რუსთავის“ ყოფილ სოლისტს, ბატონ ლევანს დღესაც დიდი წვლილი შეაქვს ქართული ფოლკლორის განვითარებაში და ქართულ ხალხურ სიმღერებსა თუ საგალობლებს ჩვენი ფოლკლორით დაინტერესებულ უცხოელებს ასწავლის.

ლუდა ნადირაძეს -ჭიათურის სანდრო კავსაძის სახელობის სამუსიკო სკოლის წარმატებულ დირექტორს და პედაგოგს,რომელმაც ნიჭიერ მუსიკოსთა თაობები აღზარდა და დღესაც ზრდის.

 იური ბიწაძეს - აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, ქართული თეატრის ამაგდარს და ღირსების ორდენის კავალერს 

თეიმურაზ ლორთქიფანიძეს - საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს. ჭიათურაში კრივის ფუძემდებელს.

ალექსანდრა ( საშა ) პაპიძეს- არაერთი თაობის აღმზრდელ ღვაწლმოსილ პედაგოგს.

გოჩა ნადირაძეს-ქალაქის კოლორიტს.

ზაურ ცერცვაძეს - მშენებელ-ინჟინერს, თვითნასწავლ მხატვარს, მწერალს. მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“წოდება.

"საპატიო ჭიათურელები" ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ დააჯილდოვეს.

9-10-2023, 15:44
უკან დაბრუნება