TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის “აია" დიდი 10-ის წინასწარ ფინალში გავიდა
ქუთაისის “აია" დიდი 10-ის წინასწარ ფინალში გავიდა
ქუთაისის “აია" დიდი 10-ის წინასწარ ფინალში გავიდა.
ქუთაისელებმა დღეს “აია არენაზე” გასავარდნ ფინალში რუთავის “ხარები" ანგარიშით 46:12 დაამარცხეს.
“აიამ” სასწყისი წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და პირველი ტაიმი 22:0 მოიგო.
მასპინძლები შესვენების შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, საბოლოო ჯამში მათ 7 ლელო დადეს და სოლიდური სხვაობით გაიმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მორაგბე “აიას” 9 ნომერი თემურ ძოძუაშვილი გახდა.
წინასწარი ფინალი 18 აპრილს, “აია არენაზე” გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისური გუნდები “აია” და “არესი” დაუპირისპირდებიან.
ქუთაისურ დერბში გამარჯვებული გუნდი კი დიდ ფინალში “ბათუმს” შეხვდება. საჩემპიონო მატჩი 25 აპრილს ბათუმში გაიმართება.





