TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსის დაბრუნებას ცდილობს

სამტრედია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსის დაბრუნებას ცდილობს

სამტრედია სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსის დაბრუნებას ცდილობს

სამტრედიის, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

“მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ  კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქალაქის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. მუნიციპალიტეტმა წარმატებით მიაღწია შეთანხმებას შპს „გლობალ ვიქტორ ჯორჯიასთან“, რომლის შედეგადაც, სამტრედიას ოფიციალურად მიენიჭა უფლება ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის თერმული მინერალური წყლის რესურსის გამოყენებაზე.

ეს გადაწყვეტილება ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემას წყვეტს და ახალი პერსპექტივებს უხსნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე პოტენციურ ინვესტორებს. მუნიციპალიტეტი აქტიურად იმუშავებს აღნიშნული რესურსის სწორად გამოყენებასა და მისი ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებაზე,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამტრედიის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, კვლავ დაიბრუნოს სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის ცენტრის სტატუსი და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებად იქცეს.

“მრავალი წლის შრომის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას თერმულ-მინერალური წყლის ლიცენზიის მფლობელთან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამტრედიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა – გავხსნათ ქალაქი ახალი ინვესტორებისთვის. ბალნეოლოგიური კურორტი თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა როგორც საქართველოში, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ აღვადგინოთ მისი ისტორიული ფუნქცია და სამტრედია ვაქციოთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრად. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე მოთხოვნებს შესაბამისი“, – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu