TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები, სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები, ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.





