რეკლამა

რატომ გააუქმა ათასობით ფრენა ავიაკომპანია ვიზეარმა?

რატომ გააუქმა ათასობით ფრენა ავიაკომპანია ვიზეარმა?


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მსურს გამოვეხმაურო ინფორმაციას Wizz Air-ის ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით, რომელმაც მგზავრებში სრულიად სამართლიანად გაურკვევლობა გამოიწვია. 

რამდენიმე საათის წინ ავიაკომპანიის ვებგვერდზე რამდენიმე მიმართულებით ფრენები საერთოდ გაუქმდა. მგზავრებს კი მიუვიდათ შეტყობინება ელექტრონულ მისამართზე ავიაკომპანიისგან გაუქმებული ფრენის შესახებ. ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ძირითადად საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხოთ. როგორც ავიაკომპანიაში გვეუბნებიან, საუბარია 31 ათასი ფრენის გაუქმებაზე მომავალი კვირიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით.

ჩვენი გუნდი კავშირზეა ავიაკომპანიასთან, რომელიც ამ წუთებში ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს. როგორც ავიაკომპანია გვიდასტურებს, დაახლოებით ერთ საათში ვებგვერდი ტექნიკურად კვლავ გაიმართება, თუმცა Wizz Air-ს მგზავრებისთვის შესაბამისი შეტყობინების გასაგზავნად გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

გვესმის, რომ საქართველოში ავიაკომპანია Wizz Air-ს ასობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. რაც ცოტა ხნის წინ, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის მეექვსე მემილიონე მგზავრის მიღებამაც დაადასტურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ავიაკომპანია ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებას ეტაპობრივად გაუგზავნის. პირადად ვარ პროცესებში ჩართული და ჩვენი აეროპორტის მგზავრებს მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ,"-წერს ირაკლი ქარქაშაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები