რეკლამა

ვინ არის სამი ადამიანი, ვინც თერჯოლის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა?

ვინ არის სამი ადამიანი, ვინც თერჯოლის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა?

თერჯოლაში კონკურსის "საახალწლო სივრცე ჩემს ქალაქში" გამარჯვებულები დააჯილდოვეს. თერჯოლის მერიის ინფორმაციით,  ჟიურის წევრებმა სამი გამარჯვებული გამოავლინეს. კერძო სკოლა "მზეკაბანს", ესთეტიკის ცენტრ  "სოფიანას" და  მერი კუპატაძეს ფულადი პრიზები და სპეციალური სიგელები მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ გადასცა. 

მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის ჟიურის წევრებმა 3 საუკეთესო საახალწლო სივრცე ადგილზე გასვლით მოინახულეს და შეაფასეს.

"კონკურსში  სულ 15 მონაწილე ჩაერთო, რომლებმაც კონკურსის მთავარი პირობა სრულად გაითვალისწინეს და საახალწლოდ მორთული, ორიგინალური და შემოქმედებითი შტრიხებით  გაფორმებული საცხოვრებელი სახლები, კორპუსები, აივნები, ეზოები და ორგანიზაციები  წარმოადგინეს. აქტივობაში ჩართულ ყველა წევრს, მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ რობაქიძემ მადლობა გადაუხადა, სიგელები გადასცა და მომავალში წარმატებები უსურვა, რჩეული ნამუშევრების ავტორებს კი გამარჯვება მიულოცა,"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები