რეკლამა

„6 დღის განმავლობაში ქუთაისი იყო კინოპროფესიონალთა და კინომოყვარულთა შეკრების მთავარი ადგილი საქართველოში"

„6 დღის განმავლობაში ქუთაისი იყო კინოპროფესიონალთა და კინომოყვარულთა შეკრების მთავარი ადგილი საქართველოში"

ქუთაისში მესამე  საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა.
კინოთეატრ "საქართველოში" გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ცერემონიალს  ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ფილმს  "გაუგონარ ამბები",  რეჟისორი  რამაზან ქილიჩი;

“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო რეჟისურისთვის -  “ამაღლება”, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე; 

“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის - “ღამის ბურგერი”,  ოპერატორი ჰარშვირ ობერაი;

სტუდენტური ჟიურის პრიზი  “მფრინავი მღებავი”  გადაეცა ჯაუაჰინ ზენტარის ფილმს “მამაჩემის საფლავზე”.

ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა "მოგზაურობა", რეჟისორი რიმანტას ოიჩენკო.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი “თეთრი ქოლგა” გადასცა ტან ჩე დინის ფილმს “ხაზზე დარჩით”.

  „6 დღის განმავლობაში ქუთაისი იყო კინოპროფესიონალთა და კინომოყვარულთა შეკრების მთავარი ადგილი საქართველოში.  სამი წელია, რაც ეს ფესტივალი იმართება და უკვე აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული იმიჯი, პრესტიჟი და ტრადიციებიც.
ჩვენი კინოფესტივალის შესახებ უკვე იცის მსოფლიო კინოსამყარომ. წელსაც ბევრი სტუმარო გვყავდა უცხოეთიდან, კვლავ ჩვენს გვერდით იყო ქართული კინოს ლეგენდა, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები და მსახიობები, მაყურებელი- ისინი, ვისთვისაც კეთდება ეს ყველაფერი.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი არის სურვილების და შესაძლებლობების საუკეთესო თანხვედრის მაგალითი. ქუთაისის მუნიციპლიტეტმა, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრთან ერთად, შეძლო და მაღალი დონის საერთაშორისო ფესტივალი დააფუძნა. 

ვულოცავ ყველა გამარჯვებულს, მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და პარტნიორებს! შევხვდებით მომავალ ფესტივალზე!,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ არის დაფუძნებული.


ტეგები:

Facebook - კომენტარები