საქართველოში ყველაზე მეტი ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი იმერეთის მხარეშია თავმოყრილი.
კურორტების ნუსხისა და სტატუსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 271 კურორტი და საკურორტო ადგილია, ხოლო იმერეთის მხარეში, 12 კურორტი და 13 საკურორტო ადგილია აღრიცხული.
იმერეთის კურორტებია:
📍ამაღლება
📍გორმაღალა
📍ზეკარი
📍ზვარე
📍კვერეთი
📍კურსები
📍ნუნისი
📍საირმე
📍სამტრედია
📍სიმონეთი
📍სულორი
📍წყალტუბო
საკურორტო ადგილებია:
📍 გორდი
📍ზოდის აბანო
📍კვალითი
📍ნიჩაფა
📍პერევისა
📍საღანძილე
📍საწირე
📍სვირი
📍ჭოკიანი
📍წირქვალი
📍ხიდარი
📍ხრეითის აბანო
📍ხრესილი
იმერეთის კურორტებიდან: 8️⃣ ბალნეოლოგიური და 4️⃣ ბალნეო-კლიმატური ტიპისაა, ხოლო საკურორტო ადგილებიდან: 5️⃣ ბალნეოლოგიური, 4️⃣ კლიმატო-ბალნეოლოგიური და 4️⃣ კლიმატური ტიპისაა.