ქუთაისის მუნიციპალიტეტში კონკურსის " მწვანე ეზო" გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტში კონკურსის " მწვანე ეზო" გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს.
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, კონკურსის ჟიურის წევრებთან ერთად, საპრიზო ადგილებზე გასულ მოქალაქეებსა და ამხანაგობებს, ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო სიგელები გადასცეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსი ქალაქის საუკეთესო მწვანე ეზოს გამოსავლენად ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ როგორც ინდივიდუალური სახლები, ასევე კორპუსის ეზოები.
ინდივიდუალურ ეზოებში პირველი ადგილი მოიპოვა აკაკი გოგლიძის ეზომ, მეორე- მალხაზ ბეგლარიშვილის ეზომ, მესამე კი- მტრედინა ქარჩხაძემ.
ამხანაგობებს შორის გამარჯვებული გახდა ამხანაგობა "პირველები", მეორე და მესამე ადგილებზე კი "განთიადი" და " ხუნდაძის 51" გავიდნენ.
ნომინაციაში "განვითარებაზე ორიენტირებული ეზო" გამარჯვებული გახდა ხატია შუბითიძის ეზო.
კონკურსის მიზანი იყო ქალაქში მწვანე სივრცეების განვითარებისა და მოვლის ხელშეწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სახლების ეზოების კეთილმოწყობის წახალისება, საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და სახალხო მებაღეობის პოპულარიზაცია.





