TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის  რეაბილიტირებული  შენობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორისაა მე - 4 საჯარო სკოლა.

რებილიტაციის ფარგლებში  მე - 4  საჯარო სკოლაში  მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი, საკონფერენციო სივრცე, სპორტული ინფრასტრუქტურა,  განთავსდა ლიფტი. სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლა აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით.

სარეაბილიტაციო პროცესებს ადგილზე გაეცნო ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი სკოლის ადმინისტრაციასთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.  როგორც მერმა განმარტა, სულ მოკლე დროში 700 - მდე  მოსწავლე შეძლებს ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი  საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu