ხარაგაულში, საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, იმ უბნებში, სადაც მოსახლეობას ყოველდღიურად სახლებამდე გადაადგილება უჭირდა, გზებზე ბეტონის საფარი დაიგო.
დღეისათვის, რეაბილიტირებულია გზის 1750 მეტრი მონაკვეთი. სამუშაოებზე 381 ათასი ლარი დაიხარჯა.
"2024 წელი ხარაგაულის მერიამ 6 051 271 ლარით დაიწყო. რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურულ პროექტზე სამუშაოები უკვე დასრულდა.
თქვენ შეგიძლიათ, ინფორმაციას თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით, მერიის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.