TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი გრძელდება

ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი გრძელდება

ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს საქართველოს
მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინდიკატორული გაზომვების მორიგი ეტაპი დაიწყო.
ინდიკატორული გაზომვების დროს ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ბენზოლისა და ოზონის კონცენტრაციები. ანალიზები ხორციელდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
ინდიკატორული გაზომვები წელიწადში ოთხ ეტაპად - მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში, სხვადასხვა
ლოკაციაზე ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ინდიკატორული მონიტორინგის ქსელი ეტაპობრივად ფართოვდება. გასულ წელს გაზომვები 32 ქალაქში ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს მონიტორინგი უკვე 48 ქალაქს და დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში ავტომატური სადგურების საშუალებით ხორციელდება.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu