TOPNEWS » მთავარი თემა » სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად დანგრეული სახლების რაოდენობა გაიზარდა
სოფელ კურსებში მეწყერის შედეგად დანგრეული სახლების რაოდენობა გაიზარდა
ტყიბულში, სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელი რჩება. სოფელ კურსების ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ საფრთხის შემცველია, რადგან მეწყერი ისევ აქტიურია. სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებენ გეოლოგები. უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის ზონას, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, სოფელ კურსებში 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, ხოლო 45 ოჯახი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ბოძები. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.





