ტყიბულში, სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელი რჩება. სოფელ კურსების ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ საფრთხის შემცველია, რადგან მეწყერი ისევ აქტიურია. სტიქიის ზონაში მუშაობას აგრძელებენ გეოლოგები. უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე.
რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის ზონას, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, სოფელ კურსებში 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, ხოლო 45 ოჯახი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ბოძები. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.