TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონში, სადგურ სვირში გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზესტაფონში, სადგურ სვირში გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზესტაფონში, სადგურ სვირში გზის 3-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სადგურ სვირში. რეგიონული განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, რეკონსტრუქცია გზის 3 კმ- იან მონაკვეთს ჩაუტარდება.

"მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და შემსრულებელი კომპანიისგან პროექტის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ როგორც შიდა საუბნო გზებზე გადაადგილება, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირება. პროექტის ღირებულება 1 212 151 ლარს შეადგენს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu