TOPNEWS » მთავარი თემა » “უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის”

“უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის”

“უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის”

ონში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უკვე გაიწმინდა სოფელ სევის, ჭვებარის, სომიწოს, კომანდლის  მიმართულებით საავტომობილო გზები, იწმინდება  სოფელ საკაოს, მაჟიეთის, ხიდეშლების, ბაჯიხევის და ბარის  სოფლები. 

“გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.

 უწყვეტ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისთვის.

 ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად. 

გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჭიროების შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება,”-აცხადებენ ონის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu