“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ვასო ურუშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართეს და მმართველი პარტია ვერგანხორციელებული
მეგა პროექტის - ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის გამო გააკრიტიკეს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, 12 წლის მანძილზე "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო სატვირთო ტერმინალის მშენებლობა.
ლიდერები გამარჯვების შემდეგ დებენ პირობას რომ სატრანსპორტო ჰაბს ააშენებენ, რომელსაც გეგმავდნენ 2012 წლამდე. მათი თქმით, ეს უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას და სტაგნაციის შეჩერებას.