რეკლამა

პირველი ივლისიდან მასწავლებლის ხელფასი იზრდება-ვის და რამდენით გაეზრდება ანაზღაურება?

პირველი ივლისიდან მასწავლებლის ხელფასი იზრდება-ვის და რამდენით გაეზრდება ანაზღაურება?

განათლების სამინისტრო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურების  ზრდაა გეგმავს.

აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი  მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. 

"ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად. აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, მათ შორის 600, 700 და 800 ლარითაც. დანარჩენ 23%ს  ხელფასი 200-დან 400 ლარამდე,  დატვირთვის პროპორციულად, გაეზრდება. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და მასწავლებელთა 7%-ს, რომელთაც არსებული ფორმულით მცირე დატვირთვის შემთხვევაში იღებდნენ სრულ დანამატს, შეუნარჩუნდებათ არსებული ხელფასი,"-აცხადებს მინისტრი. 

რაც შეეხება პორტფოლიოების შეფასებას, მინისტრის განმარტებით, ⁠იმ მასწავლებლების პორტფოლიოს შეფასება,  ვისაც ჩაბარებული აქვთ პროფესიული უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024 წლის სექტემბრამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასაც. მინისტრის განმარტებით, მომზადებულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნების პროექტი, რომელიც საჯაროდ არაერთხელ განიხილეს.

"ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია, შესაბამისად, სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, განახლებული საგნობრივი სტანდარტების პირველადი ვერსიები ასევე საჯაროდ იქნება განხილული. მნიშვენელოვანია, რომ განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე განხორციელდება ყველა სახელმძღვანელოს გადახედვა და გაუმჯობესება,"-ამბობს გიორგი ამილახვარი. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მასწავლებლებთან შეხვედრები გაგრძელდება მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და სამართლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.


ტეგები:

Facebook - კომენტარები