"წყლის გვეშინია უკვე,"-სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გასულ ღამეს, ძლიერი წვიმის შედეგად, ქალაქში საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები, კორპუსები და სავაჭრო ობიექტები დაიტბორა. მოსახლეობას დაუზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
"ყოველი წვიმის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა. გთხოვთ დაგვეხმაროთ! ბინები ინგრევა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. რიონი მიერთებულია მდინარე ოღასკურაზე. სარდაფები სავსეა. მოძულებული ყავთ გაჭივრებული ხალხი,"-ამბობს ნატალია ბოჭორიშვილი
"შუა აღმაშენებელზეც ანალოგიურად იტბორება ყოველი წვიმის დროს. ბოლო 2 კვირაში უკვე მესამედ იტბორება მოსახლეობა, "კარგად განახლებული" პროსპექტის და სანიაღვრეების გამო,"-ამბობს ელისო გერაძე.
"განადგურებული მაქვს მთელი ავეჯი, ამდენი წლის ნაწვალები. სანამდე უნდა ითმინოს ხალხმა? ხმა ამოიღეთ ხალხო, გამოდით გარეთ, ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო არ იქნება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. ვინ ანაზღაურებს ამდენ ზარალს?"
"ანალოგიურადაა თამარ მეფის ქუჩაზე. წვიმის დაწყების მეშინია უკვე. გააკეთეს ხახანაშვილის ქუჩა, გაუკეთეს ვითომ რეაბილიტაცია და უარესია-ყოველ წვიმაზე შემოდის წყალი,"-ამბობს ლელა მუშკუდიანი.
"წყლის დანახვა ჭიქაშიც აღარ მინდა, ყველა გაწვიმებაზე მოისპო სიმწრით ნაკეთები და შეძენილი თუ რამე იყო..ბავშვს გაეღვიძა და დედა სახლში აუზი გვაქო? ამოვიდა ყელში"
"რა გაკეთდა ასეთი, არსად წყალი აღარ გადის, 5 წუთში ივსება ყველაფერი. 12 წელია წყალი აღარ დამდგარა ეზოში და ამ ზაფხულზე მეორედ დავიტბორე. რაც ერთიანად გადათხრილი იყო ქალაქი, მის მერე იტბორება ესე მასიურად ქუჩები. თვეობით თავღია იყო ჭები დატოვებული და კიც ჩანს შედეგი,"-ამბობს უკმაყოფილო მოსახლეობა.





