დიდთოვლობამ რაჭაში სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა

დიდთოვლობამ რაჭაში სოფლები გარესამყაროს მოწყვიტა

დიდი თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილში შეიზღუდა როგორც გადაადგილება, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება.

"ხვალ დილიდან, კვლავ განახლდება ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები, აგრეთვე პრობლემურ უბნებზე ენერგო-პრო-ჯორჯიას დამატებითი, დამხმარე ბრიგადები იმუშავებენ: 3 ბრიგადა ცაგერი-ლენტეხი, 4 ბრიგადა ონი- ამბროლაური.

დილიდან გაგრძელდება ასევე გზების გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ეტაპობრივად ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

ამ დროისთვის ზვავსაშიშროების, ქარბუქის, დაბალი ხილვადობის და ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები