რეკლამა

ცაგერის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ცაგერის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კომფორტული სასწავლო- სააღმზრდელო სივრცე შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის და გათვლილია 30 აღსაზრდელზე. უახლოეს პერიოდში მოხდება საბავშვო ბაღის ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. სამუშაოები  რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების  ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. 

"აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია 5 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები