TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 12 ოქტომბრიდან დაიწყებს

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 12 ოქტომბრიდან დაიწყებს

ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობას 12 ოქტომბრიდან დაიწყებს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რაჭაში მიმდინარე წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რაჭაში ყურძნის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელების შესახებ.

მიმდინარე წელს რაჭაში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 3 000 ტონის ფარგლეში მერყეობს.

რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მუშაობას 12 ოქტომბრიდან დაიწყებს. მომდევნო დღეებიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან სახელმწიფო და კერძო კომპანიები. თავდაპირველად ყურძნის ჩაბარების პუნქტები რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე თემებში  გაიხსნება. 

მოსავლის ორგანიზებულად დაბინავებისა და რიგების მართვის მიზნით, მევენახეებს ყურძნის ჩაბარება თემების მიხედვით, შესაბამის პუნქტებში მოუწევთ. პროცესში წელსაც დაახლოებით 30 კერძო კომპანია ჩაერთვება.

მნიშვნელოვანია, მოსავლის აღება და ჩაბარება ორგანიზებულად, შტაბთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს, რადგან დღე-ღამის განმავლობაში ყურძნის მიღება-გადამუშავების საერთო შესაძლებლობა 250 ტონას არ აღემატება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu