TOPNEWS » მთავარი თემა » როგორ გადანაწილდა პოზიციები ხარაგაულის ახალ საკრებულოში?

როგორ გადანაწილდა პოზიციები ხარაგაულის ახალ საკრებულოში?

როგორ გადანაწილდა პოზიციები ხარაგაულის ახალ საკრებულოში?

ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მოადგილეებთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრო.

სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების აღიარებით გაიხსნა. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, დროებითი სამანდატო კომისიის შექმნა და რეგლამენტთან დაკავშირებული პროცედურები.

სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, ახალმა საკრებულომ,  საკრებულოს თავმჯდომარედ ის ერთხმად აირჩია.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ  წარმომადგენლობითი ორგანოს  წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მანანა ბარბაქაძემ პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობებზე დავით კიკნაძის, პაატა გოგოლაძის და ამირან ოქრომჭედლიძის კანდიდატურები დაასახელა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე ასევე აირჩიეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები:

საფინანსო - საბიუჯეტო კომისია -  თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილი;

იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია -  თავმჯდომარე კობა კვირიკაშვილი;

განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია -  თავმჯდომარე ჟანა ნემსაძე;

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომისია - თავმჯდომარე  შმაგი ხიჯაკაძე;

ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია -  თავმჯდომარე ბესიკ კვირიკაშვილი;

ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - თავმჯდომარე შალვა ლურსმანაშვილი; 

ფრაქცია “ხალხის ძალა" - თავმჯდომარე გივი თხელიძე. 

სხდომაზე მერმა კობა ლურსმანაშვილმა საკრებულოს წევრებს ახალი უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცა  და  აღნიშნა, რომ თვითმმართველობის ძირითადი ამოცანა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღებაა.

„მნიშვნელოვანია, ახალმა საკრებულომ ერთიანად, კონსტრუქციულად და გამჭვირვალედ იმუშაოს. მხოლოდ თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ახალი შესაძლებლობების შექმნას,“ – განაცხადა მერმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu