TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში კრივში ქალაქის პირველობაში 100-ზე მეტმა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა
ქუთაისში კრივში ქალაქის პირველობაში 100-ზე მეტმა ტურისტმა მიიღო მონაწილეობა

ქუთაისში, კრივში ქალაქის პირველობა გაიმართა 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
როგორც ქუთაისის კრივის სკოლაში აღნიშნავენ, ტურნირში 100-ზე მეტმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია. მათივე თქმით, სპორტსმენთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი მომზადების ხარისხიც.
ტურნირის ფარგლებში შეიქმნა ქუთაისის ნაკრები გუნდი, რომელიც მომავალში ქალაქს წარადგენს როგორც საერთაშორისო, ასევე საქალაქთაშორისო ტურნირებზე.