UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი დღეს მშობლიურ სოფელ სულორშ ჩავიდა. მერაბ დვალიშვილს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, გულშემატკივრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. მერმა ჩემპიონს საპატიო ვანელის სიგელი გადასცა.
მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად, ურთულესი გზა გაიარა, დაამარცხა 4 ჩემპიონი და მოპოვებული ქამარი თავის მშობლიურ სოფელში წარადგინა.