რეკლამა

"გარდაცვლილთა ახლობლებს ცხედრების ამოცნობა უჭირთ"

"გარდაცვლილთა ახლობლებს ცხედრების ამოცნობა უჭირთ"

კურორტ შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. როგორც ცნობილია, დღეს ცხედრების ამოცნობა მოხდება.

"როგორც მაქვს ინფორმაცია, ცხედრის ამოცნობა უჭირთო. ეხლა წასულია ჩემი ახლობელი ქუთაისში, მისი შვილის ამოსაცნობლად. ღმერთო დაიფარე ყველა, ვინც ამ განსაცდელშია ახლა,"-ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.

"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მან.

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 25 დაკარგულად ითვლება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები