„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერს ხელისუფლება პირადი ცხოვრების ფაქტების გასაჯაროვებით ემუქრება. საუბარია კონკრეტულ პირობაზე. იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გორდულაძე ხელისუფლების დავალებებს არ შეასრულებს, მას საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობების შექმნით ემუქრებიან.
გიორგი გორდულაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდს 2019 წელს შეუერთდა. ის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერია. ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში წასვლა „ქართული ოცნების“ მიერ აღებულმა რუსულმა კურსმა და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკამ გადააწყვეტინა. გიორგი თვლის, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და მოქალაქეებმა ხელისუფლებას ქვეყნის რუსულ ჭაობში დაბრუნების უფლება არ უნდა მისცენ.
„პირველი პროტესტი, სადაც შემთხვევით, თუმცა გააზრებულად აღმოვჩნდი, ეს იყო 2018 წელს, კლუბ „ბასიანი“-ს დარბევის შემდეგ გამართული საპროტესტო აქცია. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ხელისუფლება კლუბში ტყუილად არ შეიჭრა. ამ შეჭრას კონკრეტული მიზანი ჰქონდა და ეს იყო „ბასიანი“-ს როგორც თავისუფლების კუნძულის განეიტრალება, რადგან ის ახალგაზრდების თავშეყრისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის თავისუფალი სივრცე იყო. „ბასიანის“ პროტესტის შემდეგ, რატომღაც მე აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად და სახედ ვიქეცი, რადგან მოვხვდი ერთ-ერთ ფოტოში, რომელიც აქციაზე ჟურნალისტებმა გადაიღეს და შემდეგ ხალხმა აიტაცა. ამ აქციიდან წამოვიდა ხელისუფლების მხრიდან ჩემს მიმართ ინტერესი. იყო ჩემი ბულინგის მცდელობები იმ კუთხით, რომ კლუბში დავდიოდი, სადაც გარყვნილება და ათასი უბედურება ხდებოდა. უნდოდათ, რომ ამგვარად აქციის მონაწილეთა მარგინალიზება მოეხდინათ. ამის შემდეგ იყო გავრილოვის პროტესტი, სადაც მივიღე მონაწილეობა. ვერ დავუშვებდი და გული არ მომცემდა სახლში გავჩერებულიყავი იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსისხლე მტერი, რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი ჩვენი ქვეყნის პარლამენტში მივიდა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და იქედან მიმართავდა ხალხს. ამ აქციაზე ხალხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებამ, აქციის დარბევამ და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებამ გადამაწყვეტინა, რომ პოლიტიკაში აქტიურად წავსულიყავი, რის გამოც პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს შევუერთდი,“-ამბობს გიორგი გუბელაძე.
გიორგი ახლა რა ხდება და რატომ აცხადებთ, რომ თავს დაუცველად გრძნობთ?
იმის გამო, რომ არ გაჭრა ჩემს მიმართ ქუჩაში უკანონო ჩხრეკის, ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე შემოწმებებმა, ნარკოტიკის ჩადების მუქარამ და ასე შემდეგ, ხელისუფლებამ ჩემს სახლში უკანონოდ დაამონტაჟა სათვალთვალო სისტემა, რისი საშუალებითაც მოიპოვეს ჩემი პირადი ცხოვრების კადრები და ახლა სწორედ ამ კადრების გავრცელებით მემურებიან. მათ სურთ, რომ მე ყოველდღიურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მივაწოდო ინფორმაციები. მაგალითად აინტერესებთ, ცნობილი სახეებიდან ვინ არიან პარტიის ფარული მხარდამჭერები, რომელ რეგიონებში და როდის იგეგმება შეხვედრები, გასვლები, ვინ არიან პარტიის კოორდინატორები და ზოგადად მთელი შიდა სამზარეულო.
გიორგი ვიდრე მუქარის თემას უფრო ვრცლად ჩავშლით, ვინ ან როგორ მოახერხა თქვენს სახლში შეღწევა ან რა დროს და სათვალთვალო სისტემის დამონტაჟება?
ეს მათთვის ყველაზე მარტივი იყო და ამის წინაპირობა იმგვარად შექმნეს, რომ მაშინ ვერაფერი ვიეჭვეთ. ქალაქთბილისში, ვაჟაფშაველასმეორე კვარტალში, პირველიკორპუსისმეორე სართულზე არის ჩვენი საცხოვრებელი ბინა, ხოლო ამავე კორპუსის პირველ სართულზე ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილება არის განთავსებული. პოლიციის ოფისში შესასვლელი მთავარი კარი ჩემი აივნის ქვეშ არის. ხშირად ამოდიოდნენ პოლიციის თანამშრომლები ჩემს ბინაში და მეუბნებოდნენ, რომ თითქოს ჩვენგან მათთან წყალი ჩადიოდა. მათმა ამოსვლებმა და ჩივილებმა ისეთი ინტენსიური სახე მიიღო, რომ ოჯახმა გადაწყვიტეთ, ხელოსნები მოგვეყვანა, რომლებიც მთელ სისტემას შეცვლიდნენ. სწორედ აღნიშნული ხელოსნები გადაიბირეს პოლიციელებმა და ჩემს სახლში სათვალთალო სისტემა დაამონტაჟებინეს. როგორც გითხარით, პოლიციის ოფისი ჩემი ბინის ქვემოთ არის. პოლიციის თანამშრომლები ხშირად იყვნენ ეზოში და არ ერიდებოდნენ ჩემს ბულინგს და დამცირებას. როცა აივანზე გავიდოდი, განუწყვეტლივ მათ ზედამხედველობას და შევიწროვებას ვგრძნობდი. დისკომფორტის შესამცირებლად აივნის შეფუთვაც კი მომიწია. ისინი არც ჩემს სტუმრებს ერიდებოდნენ და დამამცირებელ კომენტარებს მათი მისამართითაც გამოთქვამდნენ.
სამწუხაროდ, პირველი არ ხართ, ვისგანაც მსგავს ფაქტებს ვისმენთ გიორგი. მუქარის ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ ნამდილად გაავრცელონ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები და რას აპირებთ ამ შემთხვევაში?
ამ დრომდე ჩემს მიმართ ბევრი მუქარა ყოფილა, დავშავებულვარ აქციებზე, მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი ქვეყნის სიყვარულითა და მომავლის იმედით ვითმენდი. მქონდა იმის იმედი, რომ ერთ დღესაც ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებდით, თუმცა ხელისუფლების თავხედობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. გეტყვით, რომ ბევჯერ ვცადე დასაქმება საჯარო სამსახურში, თუმცა სულ -ტყუილად. კერძო სამსახურებს რაც შეეხება, იქაც ისეთი პირობები მექმნებოდა, რომ იძულებული ვხდებოდი წამოვსულიყავი. ამის მაგალითად, სასტუმრო „ნიუ საირმი“-ს ისტორიას მოგიყვებით.
აღნიშნულ სამსახურში F/Bსერვის- მენეჯერისპოზიციაზევმუშაობდი. რადგან სასტუმრო მთაში, სიმწვანეში და სიმშვიდეშია, ჩავთვალე, რომ მისი გარემო სტრესთან გამკლავებაში დამეხმარებოდა. ერთ დღეს, სასტუმროში სავახშმოდ ქვეყნის პრემიერი თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდა. პრემიერის მოსვლამდე, როგორც ხდება, დაცვისწარმომადგენლებმაშეამოწმესმთელისასტუმროდამათშორისთანამშრომლებიც. მე მითხრეს, რომ ჩემი ოთახიდან არ უნდა გამოვსულიყავი და არ უნდა მემუშავე.ეჭვიმაქვს, სპეცსამსახურმაიცოდავინცვიყავი. ვიკითხე, თურატომარშემეძლოოთახის დატოვება და მუშაობა, პასუხი ვერ მივიღე. უბრალოდ მითხრეს, რომ ბრძანება ზემოდან მოდიოდა. ჩავთვალე, რომ ჩემს მიმართ უსამართლო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რაც სასტუმროს კადრების მმართველთან დავაფიქსირე, თუმცა ჩემს საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია. პირიქით, ჩემი მდგომარეობა სამსხურში კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან სასტუმროს დაცვის სამსახურის უფროსი ჩემს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა, ვგრძნობდი დიდ სტრესს, რასაც ვერ გავუძელი და სასტუმრო დავტოვე. სოლიდარობისნიშნად, ჩემთან ერთად, სასტუმრო კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. ახლა გადავწყვიტე, რომ სამართლებრივი დავა დავიწყო. ავიყვანე ადვოკატი და ვაპირებ, ყველაფერს სამართლებრივად თავისი სახელი დაერქვას. მოღალატე ვერ გავხდები, ამ სახელით ვერ ვიცხოვრებ. ვერ ვუღალატებ პარტიას, რომელიც ჩემი მეორე ოჯახია. ფირების გამოქვეყნება დაუშვებელია. თქვენ კარგად იცით, ჩვენი საზოგადოება როგორი მიუღებელია სექსუალური უმცირესობების მიმართ. როგორ ესხმიან თავს და სასიკვდილოდაც წირავენ, ვინც არატრადიციული სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს. აქ მარტო მე არ მეხება საქმე. საუბარია ჩემს ოჯახზეც. დედაჩემი მძიმე სენს ებრძვის და ვერ დავუშვებ, ჩემს გამო მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. მყავს არასრულწლოვანი და, მყავს ახლადშერთული მეუღლე. უკვე ისეთ დღეში ვარ ფსიქოლოგიურად, ამგვარ შანტაჟსა და მუქარებს ვერ ვუძლებ. მეტი აღარ შემიძლია, ამიტომ ვითხოვ დახმარებას. გვერდით დგომას ვთხოვ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. მადლობა თქვენ, რომ უარი არ მითხარით ინტერვიუზე. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს ადამიანების და ოჯახების განადგურება. ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ამაზე პასუხი?!,”-ამბობს გიორგი გორდულაძე.
ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას გიორგი გორდულაძის ინტერესების დამცველი ლელა (ლედი) ტუკვაძე.
„მას შემდეგ, რაც გიორგისგან ჩემთვის ცნობილი გახდა მის მიმართ მიმდინარე გაუგონარი შანტაჟისა და მუქარების შესახებ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ სამართლებრივი ბრძოლა, რათა მოხდეს კონკრეტული, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ხელისუფლებამ ადამიანების პირადი ცხოვრებით ვაჭრობა, მანიპულირება და ოჯახების გაუბედურება,“-ამბობს უფლებადამცველი.