TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჭიათურელი მაღაროელები პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებს — მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს — 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე პატიმრობა მიუსაჯა (რაც ძალაში დარჩა, საიდანაც 1 წელი და 5 თვე უკვე გავიდა).
მსჯავრდებულებს მაღაროს დირექტორის ცემა ედებათ ბრალად.
“რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ, საბოლოოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგში) წავიყვანთ.
ხაზგასვმით და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს-ის მიკერძოებულია და ზემოდან ნაბრძანებ მითითებებს ასრულებს,”-აცხადებენ მაღაროელები.





