TOPNEWS » ბიზნეს-TIME » თერჯოლის სოფელში მზის სისტემის ელექტროსადგური მოეწყო

თერჯოლის სოფელში მზის სისტემის ელექტროსადგური მოეწყო

თერჯოლის სოფელში მზის სისტემის   ელექტროსადგური მოეწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მზის სისტემის   ელექტროსადგური მოეწყო.

მზის სისტემის ახალი  ელექტროსადგური  მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად  დაათვალიერა.

ადგილობრივმა მეწარმე ჯუმბერ ქოჩიაშვილმა 500 კილოვატ/ საათიანი  სიმძლავრის ელექტროსადგური სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“  ხელშეწყობით დაამონტაჟა და იგი ყოველწლიურად  800 ათას კილოვატაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მეწარმე კიდევ უფრო მეტი ენერგიის გამომუშავების მიზნით,  ელექტროსადგურის  გაფართოებას გეგმავს. ამ ეტაპისთვის მზის ელექტროსადგურიდან ელექტროენერგია კასპში არსებულ შპს “ნოსტეს“ მიეწოდება.

რეგიონებში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და გაძლიერება ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu