TOPNEWS » “ზაფხულის ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს ქუთაისის მერიამ სერტიფიკატები გადასცა

“ზაფხულის ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს ქუთაისის მერიამ სერტიფიკატები გადასცა

---
“ზაფხულის ლიდერთა სკოლის” მონაწილეებს ქუთაისის მერიამ სერტიფიკატები გადასცა

ქუთაისის  მერი დავით ერემეიშვილი და საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე ბაკურიანში,  „ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შეხვდნენ.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული „ზაფხულის ლიდერთა სკოლის“ მიზანია,  შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებისა და ლიდერული პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას.

ბანაკში 17-დან 29 წლამდე  75-მა ქუთაისელმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. „ზაფხულის ლიდერთა სკოლა 2026”-ის  თემატიკა  იყო ხელოვნური ინტელექტი (AI) და მომავლის ლიდერობა, გუნდური მუშაობა და კრეატიული მენეჯმენტი, სტრატეგიული კომუნიკაცია და კრიზისების მართვა.

ბანაკის მონაწილეებს ქუთაისის მერმა და პარლამენტარმა სერტიფიკატები გადასცეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu