TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელი მაღაროელები კუთვნილ ხელფასებს 4 აპრილამდე მიიღებენ

ჭიათურელი მაღაროელები კუთვნილ ხელფასებს 4 აპრილამდე მიიღებენ

ჭიათურელი მაღაროელები კუთვნილ ხელფასებს 4 აპრილამდე მიიღებენ

ჭიათურელი მაღაროელები კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ-ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება” ავრცელებს.

“პროფკავშირებმა “ლიბერთი ბანკთან” თანამშრომლობით, მოახერხა ჭიათურელი მაღაროელებისა და  წარმოებაში დასაქმებული ყველა თანამშრომლის ხელფასის დარიცხვაზე საბოლოო შეთანხმება და პროცესის დაწყება.

მიმდინარე კვირის განმავლობაში “ლიბერთი ბანკში” CMC-ის ჯგუფში შემავალი კომპანიების ყველა თანამშრომლისათვის გაიხსნება საბანკო ანგარიში, რომელზეც არა უგვიანეს 4 აპრილისა ჩაირიცხება კომპანია CMC-თან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაპირებული ოდენობა. 

ამავე დროს, “ლიბერთი ბანკი” პარალელურად დაამზადებს თანამშრომლებისათვის გადასაცემ საბანკო ბარათებს და დაიწყებს მათ დარიგებას გეგმა - გრაფიკით.

პროფკავშირები აგრძელებს ჭიათურის მშრომელთა ინტერესებისათვის შედეგზე ორიენტირებულ ბრძოლას დასახული გეგმით,”-აცხადებს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu