რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის, მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივი მოსახლეობის ქველმოქმედებით მიმდინარეობს.
როგორც პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, ეკლესიის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით ხორციელდება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ისტორიულ-კულტურული ღირებულებების შენარჩუნების პროცესში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
პაპუნა მარგველიძესთან ერთად ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.