საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ შობადობის წახალისების მიზნით, ახლადდაბადებული ბავშვების მშობლებისთვის ფულადი ჯილდოები დააწესა.
2026 წლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების დაფინანსების გაცემისა და მიღების წესში ცვლილება შევიდა, რომელიც გულისხმობს:
• საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით;
• მესამე ან მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება 1000 ლარს შეადგენს;
• ხოლო მეხუთე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში - 2000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ტყუპების შეძენის შემთხვევაში, მშობლები დახმარებას თითოეულს ბავშვზე მიიღებენ.
დაინტერესებულმა პირებმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:
🟢განცხადება
🟢პირადობის მოწმობის ასლი
🟢ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები
🟢თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.