TOP-NEWS.GE / ონში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს

ონში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს

რაჭის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.

ქალთა საერთაშორისო დღე სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს:

იზა ცხვედიანს - დამსახურებულ პედაგოგს,

ნუნუ ლობჯანიძეს - დამსახურებულ ექთანს,

ნაილი ალიხანაშვილს - სკოლამდელი განათლების დამსახურებულ აღმზრდელს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ქალბატონებს იმ დაუღალავი და ერთგული შრომისთვის, რაც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში გაწიეს. თითოეულ მათგანს ოჯახებთან ერთად დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს.

8-03-2026, 16:06
უკან დაბრუნება