ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა ბაგა-ბაღების გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღების დირექტორებთან შეხვედრა გამართა, სადაც გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ლამზირა გუგავა წარადგინა.
გიორგი გაზდელიანმა აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების სისტემის გაუმჯობესება და მათში არსებული ინფრასტრუქტურული თუ ადმინისტრაციული გამოწვევების მოგვარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს.
“მერმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობას, რათა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას.
შეხვედრაზე, გიორგი გაზდელიანმა მადლობა გადაუხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილ დირექტორს, ცირა ლიპარტელიანს, ნაყოფიერი მუშაობისთვის და ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით პირველი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები,”-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.