ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ხელოვანის, გიორგი დარახველიძის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიება ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის - გ. დარახველიძის სახ. ხელოვნების სკოლის ორგანიზებით შედგა. მხარდამჭერები: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი, იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ გიორგი დარახველიძის ოჯახის წევრები და მისივე მოსწავლეები, ცნობილი ქართველი მოცეკვავეები. ქუთაისის, რუსთავის, თბილისის ანსამბლების, სუხიშვილების, ერისიონის, რუსთავის გორდას ყოფილი მოცეკვავეები.
ღონისძიებას დაესწრნენ: ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გორდელაძე, გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი და სხვა მოწვეული სტუმრები.