„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
“შეხვედრის დროს, ერთობლივი გადაწყვეტილებით, დასახელდა ადგილობრივი მკვიდრთათვის მოსაგვარებლად ყველაზე მნიშვნელოვანი თემები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სასაფლაოს და ეკლესიის ეზოს შემოღობვა და საფეხბურთო მინი სტადიონის შეკეთება,”-აცხადებენ ვანის მერიაში.