სამტრედიის N2 სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები, შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა.
მე-2 სამუსიკო სკოლაში ამ ეტაპზე 130 მოსწავლე სწავლობს.
სკოლის განახლების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.