TOP-NEWS.GE / “დიდი 10”-ს შეხვედრაში ქუთაისის “აია”-მ თბილისის “ლელო”დაამარცხა

“დიდი 10”-ს შეხვედრაში ქუთაისის “აია”-მ თბილისის “ლელო”დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის-“დიდი 10"-ს XII ტურის შეხვედრაში ქუთაისის “აიამ" თბილისის “ლელოს" უმასპინძლა და მეტოქე 36:15 დაამარცხა.

 “აია არენაზე" გაიმართულ შეხვედრაში ქუთაისელებმა მეტოქეს სამით მეტი ლელო დაუდეს (5:2) და ბონუს ქულაც აიღეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ,,აიას" ახალგაზრდა ფულბეკი საბა შარვაშიძე გახდა. 

ამ გამარჯვების შემდეგ “აიამ" 43 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში, თანაქალაქელ “არესთან"  მე-2, მე-3 ადგილებს იყოფს. 

“არესი", რომელიც მე-12 ტურამდე ჩემპიონატს ლიდერობდა, სტუმრად “არმიასთან" დამარცხდა (18:30) და პირველი ადგილი ,,ბათუმს" დაუთმო.

ჩემპიონატი 2026 წლის 13 თებერვალს  განახლდება.

22-12-2025, 20:52
უკან დაბრუნება