14-16 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.
ქუთაისელმა ჯიმშერ რაზმაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებს შორის (71 კგ. წონით კატეგორიაში) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
რაზმაძემ4 შეხვედრა მოიგო, მხოლოდ ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია რომ, მან მიმდინარე წელს, პოლონეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯიმშერ რაზმაძე სპორტული კლუბის - "ქუთაისი-2025" - ის (მწვრთნელი: გეგა ჩირგაძე) წარმომადგენელია.