TOP-NEWS.GE / “გადადებული პაციენტი ვიყავი,”-რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადარჩენილი სიცოცხლე

“გადადებული პაციენტი ვიყავი,”-რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადარჩენილი სიცოცხლე

ნინო მუმლაძე რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობას უხდის. 71 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 იანვარს, დაუდგენელი დიაგნოზით შეიყვანეს.

როგორც პაციენტი ყვება, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უჰაერობას და მეტყველების დარღვევას უჩიოდა. 

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, პაციენტს მარჯვენა ფილტვის თრომბი დაუდგინდა.

“რეანიმაციულ განყოფილებაში დამაწვინეს და დაიწყო მკურნალობის პროცესი. ჩემი მკურნალი ექიმი ირაკლი ცხადაძეა. რასაც ჰქვია, გადადებული პაციენტი ვიყავი და სიცოცხლე დამიბრუნეს. უნდა ითქვას ისიც, რომ მძიმეწონიანი ვარ და პრობლემა იყო ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება. მძიმე წონის

გამო, ქუთაისში ვერ შევძელი კვლევის ჩატარება, თუმცა ღმერთმა არ გამწირა. მადლობა რუხის რესპუბლიკური სააგენტოს გუნდს და ჩემს ექიმს, ირაკლი ცხადაძეს, რომელიც ჩემთვის ღმერთი აღმოჩნდა,”-ამბობს ნინო მუმლაძე.

29-01-2026, 12:28
უკან დაბრუნება