სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ადმინისტრაციული შენობა ოფიციალურად გაიხსნა.
რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა ადმინისტრაციული სივრცე, ბიბლიოთეკა და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობისთვის განკუთვნილი დარბაზი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუმჯობესებულ სამუშაო და საზოგადოებრივ გარემოს სთავაზობს.
პროექტის ბიუჯეტი 229 049 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.
“განახლებული ადმინისტრაციული შენობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ისე კულტურული და საზოგადოებრივი აქტივობების განვითარებას,”-აცხადებენ სამტრედიის მერიაში.